ტეხასის შტატს ტორნადომ გადაუარა

ტეხასის შტატს ტორნადომ გადაუარა

ტეხასის შტატს ტორნადომ გადაუარა. როგორც უცხოური მედია წერს, სტიქიამ განსაკუთრებით ჩრდილოეთ ტეხასში მდებარე ქალაქი დალასი დააზარალა , რომელშიც 6,3 მლნ ადამიანი ცხოვრობს. ასევე სერიოზული ზარალი მიადგა ქალაქ ლანკასტერს. დაშავებულია ცამეტი მოქალაქე.

აშშ-ის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, სტიქიამ სახლებს სახურავები ახადა, მანქანები ჰაერში "ასწია", ხეები ფესვებიანად ამოგლიჯა

შედეგად ასობით მაცხოვრებელი დაზარალდა და კომერციული ობიექტები დაზიანდა. ათასობით მოქალაქე იძულებული გახდა თავი სპეციალური თავშესაფრებისთვის შეეფარებინა.

სტიქიის შედეგად მუშაობა შეწყვიტა მგზავრების გადაყვანის კუთხით მსოფლიოში რიგით მეოთხე - დალასის საერთაშორისო აეროპორტმა. არსებული ცნობით, ტორნადომ 110 თვითმფრინავი დააზიანა.

ტეხასის ადგილობრივი ხელისუფლება ზარალს ითვლის.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა