შრი-ლანკაში ქათამმა კვერცხის ნაცვლად წიწილა "დადო". წიწილა სრულიად ჩამოყალიბებული და ჯანმრთელია, ქათამი კი მოკვდა. ქათმის სხეულის გამოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მან მშობიარობის დროს შიდა ტრამვები მიიღო.
ვეტერინარებმა განმარტეს, რომ განაყოფიერებული კვერცხუჯრედი სამი კვირის განმავლობაში ქათმის სხეულში სრულფასოვან წიწილად ჩამოყალიბდა, რის შედეგადაც ის ცოცხლად დაიბადა.
ამ ამბავმა მრავალი სპეკულაცია გამოიწვია ქათმისა და კვერცხის თემაზე და კვლავ გააქტიურდა ფილოსოფიური კითხვა: "რა უფრო ადრე გაჩნდა - კვერცხი თუ ქათამი?"
იხილეთ ვიდეო: აზიურ ქვეყნებში სააღდგომოდ ფერადი წიწილები იჩეკებიან
მომზადებულია BBC-ის მიხედვით.