საფრანგეთის პირველი ლედი მოდაში კარგად ვერ ერკვევა

საფრანგეთის პირველი ლედი მოდაში კარგად ვერ ერკვევა

საფრანგეთის ახალი პირველი ლედის, პროფესიით ჟურნალისტი ვალერი ტრიერვეილერის პერსონა მსოფლიოს მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ქვეყნის ახლადარჩეული პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის საცოლე საკმაოდ არაორდინალური ქალია.

გაზეთ The Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მისი წინამორბედისგან განსხვავებით, მაღალი მოდის სამყაროში კარგად ვერ ერკვევა. კარლა ბრუნი კი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მოდური პირველი ლედის ტიტულს ატარებდა.

"ამჟამად მზა ტანსაცმლის ხაზის მოდელებს ვატარებ... არასდროს ჩამიცვამს ცნობილი დიზაინერების სამოსი, - ამბობს ვალერი, - როდესაც მიშელ ობამას მადარებენ, საკუთარ ყურებს ვერ ვუჯერებ".

ტრიერვეილერის თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს სულ მცირე 5 კგ დაიკლო.

"პირველი ლედის როლში თავს ცოტა არაკომფორტულად ვგრძნობ. თუმცა, ვფიქრობ, თავს გავართმევ, იმედია ჩემი მოვალეობები მხოლოდ გარდერობის არჩევანით არ შემოიფარგლება. მინდა საფრანგეთს წარმოვადგენდე, ვბრწყინავდე ლამაზი სამოსით, მაგრამ მხოლოდ ამაზე მოცდენას არ ვაპირებ", - განაცხადა ვალერიმ.

მომზადებულია The Times-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა