9-10 ივლისს თბილისში და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან სვეტლანა ნიორაძემ აცნობა, დროგამოშვებით წვიმიანი ამინდები კვლავ შენარჩუნდება. დღეს დღისით ტემპერატურა 28-30 გრადუსი იქნება, ხოლო 9-10 ივლისს კი იქნება ძლიერი წვიმა, რომლის დროსაც პატარა მდინარეებში შესაძლოა, იყოს წყალმოვარდნები. ასევე, აღმოსავლეთ საქართველოში - მაღალმთიანეთში და კახეთში სეტყვაა მოსალოდნელი.
9-10 ივლისს ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის ტერიტორიაზე ძლიერად არ დაიწევს და იქნება 20-25 გრადუსი.