ანდერს ფოგ რასმუსენი - "არჩევნები ბრწყინვალე ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის"

ანდერს ფოგ რასმუსენი - "არჩევნები ბრწყინვალე ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის"

ნატო-ს კარი გახსნილია ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან, გააგრძელონ მუშაობა რეფორმების და ინტეგრიგების კუთხით , - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე რასმუსენმა აღნიშნა, რომ ნატო აგრძელებს საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესზე დაკვირვებას და მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ბრწყინვალე ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისათვის.

"ნატო-ს კარი გახსნილია ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან, გააგრძელონ მუშაობა რეფორმების და ინტეგრირების კუთხით. საქართველო დგას რეფორმების გზაზე და მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ეს მძიმე და სერიოზული პროცესია. ამან ნატო-სთან დაგაახლოვათ და ეს გზა მიგიყვანთ ნატო-ს წევრობამდე. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ მხარდაჭერას საქართველოს რეფორმების პროცესებისადმი. ვუყურებთ საქართველოს და ვადევნებთ თვალ-ყურს. ოქტომბრის საპარლამენტო და მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები იქნება ბრწყინვალე ტესტი საქართველოს დემოკრატიისათვის. იმედია, ყველა პოლიტიკური მოთამაშე პასუხისგებლობას იგრძნობს ამ პროცესებში. მომავალი თქვენს ხელშია. თქვენ გყავთ მეგობარი ნატო-ს სახით", - განაცხადა რასმუსენმა.

მისი თქმით, საქართველოში კიდევ ერთხელ ვიზიტი მისთვის სასიამოვნოა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა