ემიგრანტები, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობის მხრივ პრობლემები შეექმნათ, სარფის გავლით საქართველოში ბრუნდებიან

ემიგრანტები, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობის მხრივ პრობლემები შეექმნათ, სარფის გავლით საქართველოში ბრუნდებიან

ქართველი ემიგრანტები, როლებსაც არჩევნებში მონაწილეობის მხრივ პრობლემები შეექმნათ, სარფის საბაჟოს გავლით საქართველოში შემოდიან. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი სარფიდან იუწყება, ემიგრანტები იტალიიდან, აშშ-დან, ბელგიიდან, გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, ესპანეთიდან, საბერძნეთიდან და საფრანგეთიდან ავტობუსებით ბრუნდებიან. ავტობუსებზე ის ქვეყნები აწერია, საიდანც ემიგრანტები ჩამოდიან.

მათი ინფორმაციით, სტამბულში შეიკრიბნენ, საიდანაც საქართველოში გამოემგზავრნენ.

საქართველოში დაბრუნებულ ემიგრანტებს სიმბოლურად თითო სატელიტური ანტენაც ჩამოაქვთ. როგორც ემიგრანტები აღნიშნავენ, სატელიტური ანტენები ახლობლებისთვის წამოიღეს, რათა მათთვის ინფორმაციის წყარო დახშული არ იყოს.

მათივე განმარტებით, საზღვარგარეთ ხმის მიცემასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნათ და საქართველოში დაბრუნება ამიტომ გადაწყვიტეს.

ქართველი ემიგრანტები დღესვე ბათუმის იუსტიციის სახლთან შეკრებას აპირებენ, სადაც გააპროტესტებენ, რომ საზღვარგარეთ ხმის უფლების გამოყენების საშუალება არ მიეცათ.

ემიგრტანტებს სარფის საზღვართან ახლობლები ტაშით და ოვაციებით დახვდნენ.

სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც იმყოფებიან.

არსებულ ინფორმაციით, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს საარჩევნო რეგისტრაციისთვის თხოვენ დოკუმენტს, რომლითაც ამა თუ იმ ქვეყანაში მათი ყოფნა დადასტურდება.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა