ნადეჟდა მიხალკოვა: "მეუღლეს როლებს არ ვთხოვ"

ნადეჟდა მიხალკოვა: "მეუღლეს როლებს არ ვთხოვ"

რეჟისორ ნიკიტა მიხალკოვის შვილი, ნადეჟდა მიხალკოვა ჟურნალ InStyle-ის გარეკანზე მოხვდა.

ნადეჟდამ ჟურნალის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. მსახიობმა ჟურნალთან ისაუბრა საქართველოზე, ქართულ ქორწილზე, მეუღლე რევაზ გიგინეიშვილზე და კარიერაზე.

ქორწილი

"ჩვენ, მოსკოველებს ვერაფრით გაგვაოცებ. სულ ვეჯიბრებით ერთმანეთს, ვინ უფრო კარგ სუფრას გაშლის, ვის უფრო ძვირფასი კაბა ეცმევა, ვინ უფრო კარგ მუსიკოსებს მოიწვევს. ამასობაში ყველაფერი  ადამიანური უკან გვრჩება. საქართველოში - პირიქითაა. რით განსხვავდება რუსებისა და ქართველების ქორწილი? რუსებს დიდი ხანი სჭირდებათ იმისთვის, რომ გამხიარულდნენ, კარგად უნდა დაათრო. ქართველები კი მაშინვე იწყებენ მხიარულებას, ქმნიან ატმოსფეროს. ისინი თავს კარგად გრძნობენ მხოლოდ იმიტომ, რომ გარშემო მეგობრები ჰყავთ, თავზე ცა აქვთ და ორი ადამიანი ერთმანეთს ბედს უკავშირებს. ჩვენს ქორწილს დიდი სინაზით ვიხსენებ. სიმართლე გითხრათ მინდა, რომ გავიმეორო!"

საქართველო

ნადეჟდა მიხალკოვა, მსახიობი, რომელმაც ფილმში "სიყვარული აქცენტით" ერთ-ერთი როლი შეასრულა, ყვება, რომ საქართველოში მეუღლესთან ერთად პირველი ვიზიტის დროს სულ სადღაც მიდიოდნენ. რეჟისორს სურდა, რომ ნადეჟდას ქვეყანა ენახა და გამუდმებით ხუმრობდა: "მინდა, რომ დაგანახო, რამდენად დიდია საქართველო".

ყაზბეგში სტუმრობისას მიხალკოვამ ხინკლის მოხვევაც კი ისწავალა. მზარეულობა არ გამოვიდა, თუმცა ოჯახის ღირსების დასაცავად ხინკალი აუცილებლად უნდა მოემზადებინა. მისივე თქმით, როდესაც საკუთარი ხელით მოხვეული ხინკალი გამოიტანა, მას აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

ნაძეჟდა მიხალკოვამ საქართველოზე ისაუბრამეუღლე და ქალიშვილი

"მე და რეზო იშვიათად ვშორდებით ერთმანეთს - არ აქვს მნიშვნელობა, სად ვართ, მთავარია, რომ ერთად ვიყოთ. როდესაც ქალიშვილთან ერთად თბილისში ჩავედი, რეზოს უკვე ყველაფერი მომზადებული ჰქონდა ჩვენთვის. იყო საბავშვო ოთახი, საწოლი, ქილების გასათბობი აპარატი - აბსოლუტურად ყველაფერი მზად ჰქონდა. მამამისს, დათოს ჩვენთვის ყოველდღე მოჰქონდა ყველაფერი აუცილებელი. მე არაფერი მჭირდებოდა, ნინოს ბევრი არც არაფერი უნდოდა. რძე დედას ჰქონდა, სხვა რა იყო საჭირო? გოგონას ძალიან უყვარს აპლოდისმენტები და არ უყვარს, როდესაც ეფერებიან. ერთი სული აქვს, ვინმეს ცხვირში ხელი ჩაავლოს".

კარიერა

"არ მივეკუთვნები ისეთი ქალების რიცხვს, რომლებიც ქმრებით მანიპულირებენ: მე ცოლი ვარ და მე უნდა გადამიღო. სიმართლე, რომ ვთქვა, ამის დრო არც მქონია. ვსწავლობდი სკოლაში, შემდეგ ინსტიტუტში, პარალელურად ვითამაშე მამაჩემის ფილმში. ამან მთელი 4 წელი მოიცვა, რაც ჩემი ზრდასრული ცხოვრების ნახევარია. შემდეგ ვითამაშე ფილმში "კაცების გარეშე", შემდეგ მოხდა კრიზისი, ამის შემდეგ კი უკვე ორსულად ვიყავი".

მომზადებულია InStyle-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება