ლაგოდეხში ბიძინა ივანიშვილის კორტეჟს "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებმა გზა გადაუღობეს

ლაგოდეხში ბიძინა ივანიშვილის კორტეჟს "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებმა გზა გადაუღობეს

ლაგოდეხში "ქართული ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის კორტეჟს "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებმა გზა გადაუღობეს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ბიძინა ივანიშვილის კორტეჟს ლაგოდეხისკენ ცხენებზე ამხედრებული "ქართული ოცნების" მაისურებში ჩაცმული ახალგაზრდები მიუძღვოდნენ.

ქალაქის შესასვლელთან მდებარე ხიდთან, კორტეჟს "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები დახვდნენ, რომლებმაც გზა გადაუღობეს კორტეჟს და დაიწყეს საახალწლო ასაფეთქებლების სროლა.

თუმცა "ქართული ოცნების" მომხრეები ივანიშვილის მანქანას გარშემო შემოერტყნენ და ასე მოახერხეს ლაგოდეხში შესვლა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა