ბიძინა ივანიშვილი - მიხეილ სააკაშვილს სულ უფრო ცოტა მხარდამჭერი რჩება

ბიძინა ივანიშვილი - მიხეილ სააკაშვილს სულ უფრო ცოტა მხარდამჭერი რჩება

მიხეილ სააკაშვილს სულ უფრო ცოტა მხარდამჭერი რჩება და ეს გამოჩნდა კახეთში, სადაც პრეზიდენტთან შეხვედრაზე 27-28 ადამიანი მივიდა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ლაგოდეხში მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას გააკეთა.

მისი თქმით, ინციდენტში მონაწილე ახალგაზრდების ნაწილი არჩევნებზე არ მივა, ნაწილი მივა და ისინიც მიხეილ სააკაშვილს ხმას აღარ მისცემენ.

"ჩვენს ქვეყანას უზარმაზარი კულტურული ისტორია აქვს და ასეთი რამეები ჩვენზე ზეგავლენას ვერ მოახდენს. სწორედ ასეთ ადამიანებს უნდა მოვეფეროთ, რომ მიხვდნენ, რას აკეთებენ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ლაგოდეხის ცენტრში კი სცენაა დამონტაჟებული, საიდანაც ივანიშვილი ლაგოდეხელებს მიმართავს.

ლაგოდეხთან "ქართული ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის კორტეჟს "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებმა გზა გადაუღობეს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ბიძინა ივანიშვილის კორტეჟს ლაგოდეხისკენ ცხენებზე ამხედრებული "ქართული ოცნების" მაისურებში ჩაცმული ახალგაზრდები მიუძღვოდნენ.

ქალაქის შესასვლელთან მდებარე ხიდთან, კორტეჟს "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები დახვდნენ, რომლებმაც გზა გადაუღობეს კორტეჟს და დაიწყეს საახალწლო ასაფეთქებლების სროლა.

თუმცა "ქართული ოცნების მომხრეები ივანიშვილის მანქანას გარშემო შემოერტყნენ და ასე მოახერხეს ლაგოდეხში შესვლა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა