საფრანგეთის ელჩი - საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც ქვეყნებს შორის იცვლება, არ შეიძლება საზოგადოებისთვის ღიად იყოს ნათქვამი

საფრანგეთის ელჩი - საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც ქვეყნებს შორის იცვლება, არ შეიძლება საზოგადოებისთვის ღიად იყოს ნათქვამი

საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც ქვეყნებს შორის იცვლება, არ შეიძლება საზოგადოებისთვის ღიად იყოს ნათქვამი, - ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა რენე სალენსმა დღეს განაცხადა.

"როგორც სხვა ქვეყნებს შორის, ასევე, საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებობს ურთიერთანამშრომლობა კრიმინალთან ბრძოლაში. ამასთან დაკავშირებით ყველა ქვეყანას შორის ხდება ინფორმაციის გაცვლა, რათა ერთად ებრძოლონ კრიმინალებს. ზოგიერთი ინფორმაცია როდესაც იცვლება, ხშირად ეს ეხება სიმართლის დადგენას. საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც ქვეყნებს შორის იცვლება, არ შეიძლება საზოგადოებისთვის ღიად იყოს ნათქვამი და ცნობილი. ზოგიერთი ინფორმაცია, არ არის საჭირო, საზოგადოებამ იცოდეს და მათ შორის ჟურნალისტებმაც, რა გზითაც არ უნდა მოიპოვონ ის. მასალები მხოლოდ გამოძიებისთვის არის და საიდუმლო ინფორმაციად ითვლება, ამიტომ არ უნდა გახმაურდეს", - განაცხადა რენე სალენსმა. მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილსაც ესაუბრა.

"მქონდა ხანგრძლივი შეხვედრა ბატონ მერაბიშვილთან. ის მომენტები მასაც ავუხსენი, რაც ახლა თქვენ მოგიყევით. პრემიერ-მინისტრი საკმაოდ გაგებით მოეკიდა. და ბოლოს საფრანგეთი, ისევე როგორც ევროკავშირის ყველა ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოში მშვიდობიანი არჩევნების ჩატარებას. რომელი პარტიაც არ უნდა იყოს ლიდერი, ესაა ხალხის არჩევანი და ჩვენ გვსურს მშვიდობიანად წარიმართოს პროცესები. პარლამენტი უნდა იყოს ხალხის მიერ არჩეული", - განაცხადა ელჩმა.

ელჩის განცხადება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა