ბიძინა ივანიშვილი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს "ქართული ოცნების" სამომავლო გეგმებზე ესაუბრა

ბიძინა ივანიშვილი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს "ქართული ოცნების" სამომავლო გეგმებზე ესაუბრა

ბიძინა ივანიშვილი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს "ქართული ოცნების" სამომავლო გეგმებსა და მედიასთან დაკავშირებულ ხედვებზე ესაუბრა. შეხვედრაზე, რომელიც სასტუმრო "რედისონში" საქართველოს პრესის ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა, ივანიშვილმა ჟურნალისტებისა და მედიის ხელმძღვანელობის შეკითხვებსაც უპასუხა. მისი თქმით, "ქართული ოცნების" გამარჯვების შემთხვევაში, მედია მეოთხე ხელისუფლების ფუნქციას დაიბრუნებს.

გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას ვერ შეძლებს და თუ ეს მაინც გააკეთა, ამ ფაქტს არავინ გააფორმებს.

"თუ მოხდება უხეში დარღვევები, ეს შეუმჩნეველი არ დარჩება. ისინი ვერ გააყალბებენ არჩევნებს ისე, რომ არ გამოჩნდეს. გაძლევთ გარანტიას, ამას არავინ გააფორმებს და არ მოხდება ის, რაც ადრე ხდებოდა", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე განმარტებით, კოალიცია სამოქალაქო დაპირისპირებას არ დაუშვებს და თუ ამის მცდელობას ადგილი ექნება, ის ხელისუფლების მიერ იქნება ინსცენირებული.

"ჩვენ შეგვიძლია ისეთივე დღესასწაულის მსგავსი დემონსტრაცია გავაკეთოთ, რასაც მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ვაწყობდით. ხელისუფლებას შეუძლია ხელოვნურად შექმნას ორი მხარე და დააპირისპიროს, თუმცა ამაში "ქართული ოცნების" ბრალეულობას არავინ დაიჯერებს. ჩვენ მოვახერხეთ ქართველების გაერთიანება და თუ ქუჩაში გამოსვლა მოგვიწევს, ეს იქნება დღესასწაულის მსგავსი გამოსვლა და როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, სამოქალაქო დაპირისპირებისკენ არანაირი მოწოდება არ იქნება. არ მაქვს ილუზია, რომ სააკაშვილი მარტივად გაჩერდება, მაგრამ თუ დაპირისპირება მოხდა, ეს იქნება მათგან ორგანიზებული და ამას ყველა მარტივად მიხვდება", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა