ადოლფ ჰიტლერის სახლში ცხოვრება არავის უნდა

ადოლფ ჰიტლერის სახლში ცხოვრება არავის უნდა

ავსტრიის ქალაქ ბრაუნაუს მერი ცდილობს, ბინადარი მოუძებნოს სახლს, სადაც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა. მისი განმარტებით, ქალაქმა დანაშაულის გამოსყიდვისთვის საკმარისზე მეტი გააკეთა.

"უკვე დაღი დაგვესვა. ჰიტლერმა ამ სახლში მხოლოდ 3 წელი გაატარა. ბრაუნაუს მცხოვრებლებს მეორე მსოფლიო ომის პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება არ გვსურს", - განაცხადა ქალაქის მერმა იოჰანს უაიდბეჩერმა.

ჰიტლერი ამ შენობაში 1889 წელს დაიბადა. 3 წლის შემდეგ ოჯახმა ქალაქი დატოვა. შენობასთან ახლოს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა პატივსაცემად აღმართულია პატარა მემორიალური ქვა. ქალაქის მერი აცხადებს, რომ ბრაუნაუს მსგავსი მემორიალები აღარ სჭირდება.

ქალაქის მერიაში სწუხან, რომ, შესაძლოა, შენობა ნეოფაშისტებისთვის მიმზიდველი გახდეს, ხშირად მოინახულონ, ან იყიდონ. როგორც ადგილობრივი საბჭოს წევრი ჰარი ბუჩმაიარი განმარტავს, შენობამ "არასასურველი" ვიზიტორები უკვე მიიზიდა. განსაკუთრებული ისტორიის მქონე სახლის ბინადრის პოვნა კი პრობლემაა. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ შენობას "პასუხისმგებლობის სახლი" უნდა დაერქვას, სადაც ადამიანები შეიკრიბებიან და წარსულს გაიხსენებენ.

მომზადებულია telegraph.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს