თინა ხიდაშელი - რეალურად დღეს ჩვენ არჩევნებს ვიგებთ

თინა ხიდაშელი - რეალურად დღეს ჩვენ არჩევნებს ვიგებთ

რეალურად დღეს ჩვენ არჩევნებს ვიგებთ, - ამის შესახებ საგარეჯოში კოალიცია "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.

"ჩვენ ვიგებთ არჩევნებს. 1-ელ ოქტომბერს ის ზეიმი, რაც ახლა თბილისშია, საარჩევნო ყუთებიდან უნდა ამოვიტანოთ. ხელისუფლება არჩევნებს ვერ გააყალბებს", - განაცხადა ხიდაშელმა.

მისივე შეფასებით, ისეთი რამ, რაც ახლა თავისუფლების მოედანზე ხდება საქართველოში ჯერ არ მომხდარა.

ამასთან მან კატეგორიულად უარყო მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია საგარეჯოში კანდიდატურის მოხსნის შესახებ და ამ ინფორმაციის გავრცელებაში მედიასაშუალებების ნაწილი დაადანაშაულა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა