"ქართული ოცნების" გურჯაანის შტაბის ცნობით, ორი აქტივისტი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სცემეს

"ქართული ოცნების" გურჯაანის შტაბის ცნობით, ორი აქტივისტი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სცემეს

"ქართული ოცნების" ორი წევრი კატასტროფის მედიცინის ცენტრმა თბილისში გადმოიყვანა.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყება, "ქართული ოცნების" გურჯაანის შტაბის წევრის კაკო ბეგაშვილის თქმით, მისი თანაპარტიელები ინგა ბერიაშვილი და შოთა ჯოხაძე, გუშინ გვიან ღამით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სოფელ ახაშენთან სცემეს, რის შედეგადაც სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიიღეს.

"ისინი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მაშინ სცემეს, როდესაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს კენჭისყრის დღისთვის ბიჯებს ურიგებდნენ. 30-მდე თავდამსხმელი, რომლებიც "ქართული ოცნების" წევრებს ხელკეტებს ურტყამდნენ 10-ზე მეტი მაქანით იყვნენ. "ქართული ოცნების" 2 დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება გურჯაანის სამედიცინო ცენტრში აღმოუჩინეს, გამთენიისას კი კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა", - განაცხადა კაკო ბეგაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა