"ქართველი ერი არ დაექვემდებარა ხელისუფლების ექსპერიმენტს"

"ქართველი ერი არ დაექვემდებარა ხელისუფლების ექსპერიმენტს"

"ადვილი არ გამოდგა ჩვენი საზოგადოების ზომბირება. ქართველი ერი არ დაექვემდებარა ხელისუფლების ექსპერიმენტს. მწარე რეალობამ სხვა განზომილებაში გადაგვიყვანა და გაზარდა ჩვენი საზოგადოება", - ასე შეაფასა ქართველი საზოგადოება ფსიქოლოგიის პროფესორმა მარინა ბალიაშვილმა, რომელსაც დღევანდელი პოლიტიკური პროცესების მთავარი მოქმედი სუბიექტების დახასიათება ვთხოვეთ:

ხელისუფლება

ამ ხელისუფლების სტილია ძალადობა. რაც არ მოსწონდათ, ანგრევდნენ, ნაცვლად იმისა, შეეცვალათ და გადაეკეთებინათ. როდესაც ადამიანმა საქმის კეთება არ იცის, მაშინ ირჩევს ასეთ გზას. ბევრად ძნელია დაფიქრდე და რაღაც შექმნა, ვიდრე ცულით გაკაფო ყველაფერი. ძალიანაც რომ ნდომოდათ პენიტენციარულ სისტემას კარგად გასძღოლოდნენ, ვერ შეძლებდნენ. არსებობს მსოფლიო გამოცდილება, თუ როგორ მართო ციხე, როგორ უნდა მოიქცეს ზედამხედველი, როგორ - პატიმარი, მაგრამ წესების დაცვის ნერვები ამათ არა აქვთ. სწრაფად და გაუაზრებლად მოქმედებენ. ამ ხელისუფლების ამოცანა იყო, ხალხი ქუჩაში არ მდგარიყო და ამიტომაც შეყარა ამდენი ადამიანი ციხეში. ციხეში გამომწყვდეულ ადამიანს რომ ურტყამ და აუპატიურებ, ეს აჩვენებს, რომ მუშაობა არ შეგიძლია.

ხელისუფლება ძალაუფლებით ტკბება. ტკბება იმით, რომ სხვის ნებას თრგუნავს და ამით წარმოიდგენს, რა მაგარი ვარო. რეალურად პრეზიდენტი კი არ არის "მაგარი", არამედ მის ზურგს უკან მდგარი რეპრესიული და დაუნდობელი ინსტიტუტი. თორემ ქუჩაში მარტო მიშა ვერ გავა, შეეშინდება. ფსიქოლოგიაში აქსიომაა, რომ აგრესიის უკან შიში დგას. აგრესიული ადამიანი მერყევია, აკლია სიყვარული, არ ენდობა ადამიანებს და აგრესია ასეთ დროს თავის დაცვის საშუალებაა. ყველა აგრესიული კაცი მშიშარაა.

სააკაშვილზე ხშირად ამბობენ, პროფესიონალი მატყუარააო. ადამიანი მაშინ იტყუება, როდესაც სამყაროს არ ენდობა და დასჯის შიში აქვს. ამათ შეუძლიათ თვალი თვალში გაგიყარონ და უსირცხვილოდ მოგვატყუონ. ესეც ასოციალობის გამოხატულებაა.

ბოლო დროს პრეზიდენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, მისი კლინიკური სურათი თვალსაჩინოდ ჩანს. მას ფსიქოპათიური აშლილობა აქვს. ის ასეთია დაბადებიდან. როცა ასეთად იბადება ადამიანი, ზრდასრულობისას შესაძლოა პათოლოგიური მკვლელი ან სადისტი გახდეს, რადგან მას არ გააჩნია მორალი. სააკაშვილი ტრადიციულ ოჯახში, იმერელი ბებიის გაზრდილია. ვერ წარმომიდგენია, ბებიას ზრდილობა მაინც არ ესწავლებინა, მაგრამ მისთანა ასოციალური ბუნების ადამიანები ვერ ითვისებენ ამას, ვერ იზრდებიან.

ფსიქოლოგები სერიული მკვლელების ფსიქოლოგიას სწავლობდნენ და ყველას უკვირდა, რომ მათ სოციალური გრძნობები არ გააჩნდათ. როდესაც ეკითხებოდნენ, არ გეცოდებათ ადამიანები, რომელთაც ხოცავთო, მკვლელები ვერ ხვდებოდნენ, რაზე ელაპარაკებოდნენ. ასეთი ადამიანები ვერ იღებენ სოციალურ გრძნობებს - სირცხვილს, თანაგრძნობას, რასაც საზოგადოება უნერგავს ადამიანებს. ასეთი კატეგორიის ხალხს ბევრს ვიცნობ, მაგრამ სააკაშვილის უფრო ჩანს, რადგან ხშირად არის ეკრანზე. გარშემოც თავისივე მსგავსები შემოიკრიბა. განა ბოკერია ან უგულავა არ არიან უტიფრები? ასეთ ადამიანებთან კონტაქტი არ უნდა იქონიო.

"ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილისაგან აბსოლუტურად განსხვავებულია. ის მშვიდად არის, რადგან თავს მყარად გრძნობს.

რამდენიმე დღის წინ "ქართული ოცნების" წევრებზე გამოქვეყნდა ფარული ჩანაწერები, მაგრამ ამან ვერ გაამართლა. ეს რა არის იმ თავზარდაცემასთან შედარებით, რაც პატიმართა წამების ამსახველი ვიდეოფირის ნახვისას განვიცადეთ?

იხილეთ ვრცლად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა