ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოში მიმდინარე არჩევნებს დემოკრატიის გამოცდას უწოდებს

ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოში მიმდინარე არჩევნებს დემოკრატიის გამოცდას უწოდებს

ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებსა და დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს დემოკრატიის გამოცდას უწოდებს, - ამის შესახებ ნატოს ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.

"მე მქონდა შესაძლებლობა, წინასაარჩევნო პერიოდი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად განმეხილა. დარწმუნებული ვარ, ლიდერები ყველაფერს გააკეთებენ, რათა არჩევნები საქართველოში იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე. დასაფასებელია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან ბევრი უცხოელი დამკვირვებელი მიიწვია", - აღნიშნა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველო დემოკრატიის გზით ვითარდება, თუმცა, არჩევნები დემოკრატიის მთავარი განმსაზღვრელია, ამიტომ 1-ელი ოქტომბერი საქართველოსთვის მისალოცი დღეა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა