ბიძინა ივანიშვილი - სწორი დიპლომატიით შეიძლება რუსეთის დარწმუნება, რომ საქართველოს ნატო-ში შესვლა მისთვის საფრთხე არ არის

ბიძინა ივანიშვილი - სწორი დიპლომატიით შეიძლება რუსეთის დარწმუნება, რომ საქართველოს ნატო-ში შესვლა მისთვის საფრთხე არ არის

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პარალელურად, რუსეთთან ურთიერთობის დალაგების გზას სწორ დიპლომატიაში ხედავს.

"ქართული ოცნების" ლიდერის განცხადებით, საქართველოს სტრატეგია არ იცვლება და კვლავ რჩება იმ გზაზე რომელიც ქართველი ხალხის არჩევანი და პირადად მისი დამოკიდებულებაა. ივანიშვილის თქმით, მომავალი მთავრობის სწრაფვა იქნება ევროპა და უსაფრთხოების თვალსაზრისით ნატო, თუმცა ამის მიუხედავად, არსებობს დიდი სურვილი და ვალდებულება, რომ საქართველომ თავის ყველაზე დიდ მეზობელთან რუსეთთან ურთიერთობები დაალაგოს.

"გვესმის წინააღმდეგობები და მე კარგად ვაცნობიერებ, რომ ეს არ იქნება ადვილი, თუმცა არც შეუძლებელია. ვფიქრობ, რომ რუსეთის პოზიცია საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვასთან დაკავშირებით ძალიან გააღიზიანა და გააღრმავა სააკაშვილმა. მესმის, რომ გეოპოლიტიკურად ეს რუსეთისთვის არ არის საინტერესო, მაგრამ არ ვთვლი, რომ არის პრინციპული საკითხი. სწორი დიპლომატიით და ანალიზით, სწორი დროით შეიძლება რუსეთის დარწმუნება, რომ ეს არ იქნება მისთვის საფრთხე" - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

"ქართული ოცნების" ლიდერმა ამ მიმართულებით მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნები დაასახელა. მისი თქმით, ერთ დროს რუსეთისთვის პრინციპული საკითხი იყო ბალტიისპირეთის ქვეყნები ნატო-ში არ შესულიყვნენ, თუმცა მათ ეს მოახერხეს და რუსეთთანაც დაალაგეს ურთიერთობა და საქართველოც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს მოახერხოს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა