ამირან გამყრელიძე - პირველი საზრუნავი პენსიის საარსებო მინიმუმთან გათანაბრება იქნება

ამირან გამყრელიძე - პირველი საზრუნავი პენსიის საარსებო მინიმუმთან გათანაბრება იქნება

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი ჯანდაცვის საყოველთაო ხელმისაწვდომობასა და პენსიის საარსებო მინიმუმთან გათანაბრებაზე იზრუნებს.

როგორც ამირან გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ერთხელ უკვე მუშაობდა ჯანდაცვის სფეროში, მათ შორის მინისტრისა და სხვა მაღალ თანამდებობებზე 1994-2004 წლებში, თუმცა განსხვავება იმ წლებისა და დღევანდელ საქართველოს შორის დიდია. გამყრელიძის განმარტებით, დღეს საქართველოში სხვა გამოწვევები და შესაძლებლობებია.

"საქართველოს მთელ მოსახლეობას სჭირდება საყოველთაო ხელმისაწვდომობა ჯანდაცვაზე. შემოსავლის მიუხედავად, ყველას უნდა მიუწვდებოდეს ხელი საბაზისო დახმარებაზე. ჯანმრთელობაც ხდება პოლიტიკური პრიორიტეტი და დარწმუნებული ვარ სახელმწიფოს მხრიდან ამას ექნება ადეკვატური ყურადღება, მათ შორის დაფინანსების კუთხით, ჩვენ მოვახერხებთ, აღმოვფხვრათ ექიმთან მისვლის შიში, რომელიც გამოწვეული იყო იმით, რომ ადამიანებს ამისთვის საჭირო თანხა არ ჰქონდათ და მოვიცავთ საქართველოს მთელ მოსახლეობას", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება სოციალურ სფეროს, მინისტრობის კანდიდატის განმარტებით, ამ მხრივ პირველი საზრუნავი პენსიის საარსებო მინიმუმთან გათანაბრება იქნება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა