მეხუთე სერიის ლურჯი მონეტები უკვე ძალაშია

მეხუთე სერიის ლურჯი მონეტები უკვე ძალაშია

მეხუთე სერიის ლურჯი მონეტები უკვე ძალაშია. პროექტ "ჯადოსნური ქისის" წარმომადგენლების ცნობით, ახალ მონეტებს მოქმედების ვადა 31 იანვრის ჩათვლით აქვს.

ამასთან, "ბიბლუსში" შეიცვალა წიგნების ჩამონათვალი, რომლებზეც მონეტები მოქმედებს: "დიდ კინოდ ქცეული წიგნების" ნებისმიერ წიგნზე და სერიის "ეს სამყაროა" ნებისმიერ წიგნზე.

"აღნიშნული გამოცემების ჩამონათვალი დეკემბერში შეიცვლება, ამიტომ შეიძინეთ ეს წიგნები ნოემბრის თვეში", - აცხადებენ კომაპნიაში.

პროექტს დაემატა ასევე ახალი კომპანია "თქვენი კლინიკა", სადაც ფასდაკლება ვრცელდება ალერგიულ სინჯებზე და ყველა სახის ამბულატორიულ მომსახურებაზე. ერთი მონეტა უდრის 10% ფასდაკლებას. მაქსიმალური ფასდაკლება არის 30%.

ამ ეტაპზე პროექტში მონაწილეობს 9 კომპანია: "ბიბლუსი", "მირკო", "საფილო", პარკეტის მაღაზია "ბიემი", "ივ როშე", "ქირონი", "მედიქალ ჰაუსი", "თქვენი სახლი" და კომპანია "ილიტეკი", რომელიც 5 ბრენდით არის წარმოდგენილი. თავად "ილიტეკის" ბრენდის და ასევე "ვინქსის", "რონდელის", "მაქსველის" და "ვიტეკის" პროდუქციებით.

1 თებერვლიდან კი მეექვსე სერიის ლურჯი მონეტები გამოვა, ძველი კი ძალას დაკარგავს.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა