რატომ არ თხოვდება ქეთა თოფურია?

რატომ არ თხოვდება ქეთა თოფურია?

მეგობრებთან ქეთა თოფურია ტრაბახობს, რომ ყველა მაჭანკალს უკან ისტუმრებს, ახლობლებს ეწუწუნება, რომ ჰორიზონტზე ღირსეული კანდიდატი არ ჩანს.

ვისთან აღარ აწყვილებდნენ ქეთას - ცოლიან სერგეი ამორალოვთან, განქორწინებულ იგორ ვერნიკთან, თავისუფალ დიმიტრი სიჩევთან, ვლად ტოპალოვთან... თავად კი ჯგუფ A Studio-ს სოლისტი ჟურნალისტების არცერთ გავრცელებულ ხმაზე კომენტარს არ აკეთებს.

როდესაც ქეთა კოლეგებთან მარტო რჩება, ისინი სიცილით იხსენებენ ჟურნალისტების გულუბრყვილო კითხვებს. ქეთამაც და მისმა მეგობრებმაც მშვენივრად იციან, რომ ჩამოთვლილთაგან არცერთთან მომღერალს რომანტიკული ურთიერთობა არ ჰქონია. სამაგიეროდ, თოფურია წარმატებით მალავდა თავის მეორე ნახევარს, რომელსაც არანაირი შეხება არ აქვს შოუბიზნესთან. მის საყვარელ მამაკაცზე ქეთამ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ისაუბრა.

მკერდის გაზრდის შესახებ

- ერთ-ერთ კონცერტზე, როდესაც ჯერ კიდევ პუტკუნა ვიყავი, მეცვა კაბა, რომელსაც დიდი დეკოლტე ჰქონდა. კაბა ხაზს უსვამდა მკერდს. როდესაც იმ კონცერტის ფოტოებს ვუყურებ, ვფიქრობ: მართლაც შეიძლება ითქვას, რომ მკერდი გაკეთებულია. სინამდვილეში, მკერდი ჩემია - ის მემკვიდრეობით მერგო დედისა და ბებიისგან.

საყვარელი მამაკაცის შესახებ

- გასტროლიდან ვბრუნდებოდი, საჭესთნ ვიჯექი ძალიან დაღლილი. დავინახე, რომ ბორდიურზე ახალგაზრდა მამაკაცი იდგა, რომლის სახე ძალიან მეცნობოდა. ეს ის ადგილი იყო, სადაც გამუდმებით საცობია. მანქანის სიჩქარე შევანელე და მივესალმე. მან საპასუხოდ თავი დამიქნია და ჩემსკენ გამოემართა. წინ ვერ მივდიოდი, რადგან მანქანები იდგნენ. მან მითხრა: "გამარჯობა გოგონა! ძალიან ნაცნობი სახე გაქვს, სად შემეძლო შენი ნახვა?".

მე ვუთხარი, რომ შესაძლოა, ტელევიზორში მნახა. შემდეგ მიხვდა, ვინ ვიყავი და ტელეფონი მთხოვა, რაზეც უარი მიიღო. მაშინ მისმა მძღოლმა და დაცვამ გზა გადამიკეტეს, ამასთან თავად იცინოდა. სიმართლე გითხრათ, მეც მეცინებოდა. ნომრის მიცემაზე მაინც უარს ვაცხადებდი. შემდეგ თქვა, რომ მაინც გაიგებდა და ჩვენი საერთო ნაცნობი მუსიკოსი ახსენა და მეც დავნებდი.

მითხრა, რომ მეც უნდა ჩამეწერა მისი ნომერი. ჩაწერისას სახელის ნაცვლად მხოლოდ ერთი ასო დავწერე. ასეთი კონტაქტები უამრავი მაქვს ტელეფონში. ზოგჯერ ვჯდები და მესიჯებს ვწერ მათ, რომ გავიგო, ვინ ვინაა. ამ შემთხვევიდან ორი თვე იყო გასული და ნომრების მომდევნო გადამოწმებისას მივწერე: "ვინ ხარ". საპასუხოდ მანაც მკითხა ვინაობა და ვუთხარი, რომ ქეთა ვარ. შემდეგ გადმომირეკა. ისეთ ხასიათზე ვიყავი, რომ შეხვედრაზე დავთანხმდი.

საუბრის დროს აღმოჩნდა, რომ დაახლოებით სამი წლის წინ ერთად ვისხედით თვითმფრინავში. ის ჩემს უკან იჯდა. მე მივუბრუნდი და ვკითხე, შემთხვევით ქართველი ხომ არ იყო. აღმოჩნდა, რომ მას ძალიან ღრმა ქართული ფესვები აქვს, მაგრამ ქართველი არ არის. სწორედ აქედან მეცნობოდა მისი სახე.

ბინის შესახებ

- უკვე შევიძინე. ახლა ვამთავრებ რემონტს და ერთი სული მაქვს, როდის გადავალ. ბინაში ორი საძინებელია, ერთი მისაღები, სამზარეულო, სააბაზანო და გარდერობის ოთახია. არც ძალიან დიდია და არც პატარა. საშუალო ფართის ბინაა, თუმცა ჩემთვის - არაჩვეულებრივი. საცხოვრებლად დედასთან ერთად გადავალ. მარტო ხომ ვერ ვიცხოვრებ?! არ შემიძლია მარტო ყოფნა. სამოქალაქო ქორწინებაში ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად ცხოვრებაც არ მინდა, მგონია, რომ ასე თუ იცხოვრე, მაშინ გათხოვებაც აღარ მოგინდება. ნორმალური ურთიერთობა კი ერთად ცხოვრების გარეშეც შესაძლებელია.

დიეტის შესახებ

- ყოველთვის გამხდარი ვიყავი, იმაზე გამხდარიც კი ვიდრე ახლა ვარ. როდესაც მოსკოვში გადმოვედი, შეიცვალა წყალი, საკვები, ჰაერი და ორგანიზმმა შეცვლა დაიწყო. თავიდან გავსუქდი, შემდეგ კი ისევ დავიკელი წონაში. არასდროს არანაირ დიეტაზე არ ვმჯდარვარ. უბრალოდ, არ ვიცი ეს როგორ უნდა გავაკეთო. გამუდმებით ვჭამ.

მომზადებულია paparazzi.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება