მოსწავლეებს სკოლიდან აღარ გარიცხავენ

მოსწავლეებს სკოლიდან აღარ გარიცხავენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სკოლებიდან მოსწავლეების გარიცხვა არ უნდა მოხდეს.

როგორც დღევანდელ ბრიფინგზე განათლების მინისტრმა და ზოგადსაგანმანათლებლო საკითხებში მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძემ განმარტეს, არსებული კანონმდებლობის თანახმად, მოსწავლის გარიცხვა შეიძლება პირველიდან მეცხრე კლასამდე. განათლების მინისტრი გამოდის ინიციატივით, რომ აღნიშნული კანონმდებლობა შეიცვალოს და მოსწავლე სკოლიდან საერთოდ არ გაირიცხოს.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა და ალუდა გოგლიჩიძემ განაცხადეს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებში უნდა შეიქმნას გარკვეული ჯგუფები და ინსტიტუციები, რომლებიც ე.წ. ძნელად აღსაზრდელ მოსწავლეებზე იმუშავებენ, პარალელურად კი მოსწავლეები აღარ მოწყდებიან სასწავლო პროცესს.

როგორც განათლების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ თემაზე თუ იმუშავებენ პედაგოგები, მშობლები და ჟურნალისტები, ორი კვირის განმავლობაში სამინისტროში უნდა წარმოადგინონ თავიანთი შეხედულებები წერილობითი სახით. როგორც მინისტრმა ბრძანა, საერთო აზრის ფორმირების შემდეგ, სავარაუდოდ, კანონმდებლობაშიც შევა ცვლილება და უკვე ახალი კანონმდებლობის საფუძველზე, მოსწავლე აღარ გაირიცხება სკოლიდან და სწავლის პარალელურად, მათთან იმუშავებენ ფსიქოლოგები, ან იმ პროფესიის წარმომადგენლები, რა კუთხითაც მოსწავლეს დახმარება დასჭირდება.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"