აშშ-ის ინდიელები Victoria's Secret-ის საცვლების შოუმ აღაშფოთა

აშშ-ის ინდიელები Victoria's Secret-ის საცვლების შოუმ აღაშფოთა

აშშ-ის ინდიელები ცნობილი ამერიკული კომპანია Victoria's Secret-ის საცვლების შოუმ აღაშფოთა. კომპანიამ 2012 წლის კოლექციის ჩვენებაზე მოდელ კარლი კლოსის კოსტუმის გასაფორმებლად ინდიელთა ბელადის ტრადიციული თავსაბურავი გამოიყენა. მოდელს ფირუზის ქვებით მორთული ჩალისფერი ნატის საცვალი ეცვა, თავს კი არწივის ბუმბულებით გაკეთებული თავსაბურავი უმშვენებდა.

შეურაცხყოფილმა ინდიელებმა კომპანიას საჩივარი გაუგზავნეს. მათი თქმით, "რასობრივ უტაქტობაში სექსუალური არაფერია".

კომპანია იძულებული გახდა ბოდიში მოეხადა. "ძალიან ვწუხვართ, რომ ინდიელთა თავსაბურავის ჩვენებაზე გამოყენებამ ზოგიერთი ადამიანი შეურაცხყო", - ნათქვამია Victoria's Secret-ის ოფიციალურ განცხადებაში.

კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, ამ კოსტუმს კოლექციიდან ამოიღებენ. 20 წლის კარლი, რომელმაც პოდიუმზე სკანდალური საცვალი წარადგინა, კომპანიის ოფიციალურ პოზიციას იზიარებს და "ტვიტერში" წერს, რომ არავის შეურაცხყოფა სურდა.

მომზადებულია Us Weekly-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს