მიხეილ სააკაშვილმა ირაკლი ჩარკვიანი გაიხსენა

მიხეილ სააკაშვილმა ირაკლი ჩარკვიანი გაიხსენა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მომღერალი ირაკლი ჩარკვიანი გაიხსენა. პრეზიდენტმა "ფეუსბუქის" ოფიციალურ გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც მომღერალს მეგობრად მოიხსენიებს.

"2006 წლის 24 თებერვალს, ჩვენ დავკარგეთ ირაკლი ჩარკვიანი - დიდი ხელოვანი, გამორჩეული პიროვნება.

პირადად მე დავკარგე ძველი მეგობარი და სამაგალითო ადამიანი. ჩვენ ერთად გავიზარდეთ და არასოდეს დაგვიკარგავს ერთმანეთი იმ რთული პერიოდის დროსაც კი, რომელიც ყველამ ერთად გამოვიარეთ. ირაკლი ჩარკვიანმა ქართულ მუსიკაში შექმნა უნიკალური ნიშა. როგორც ნიჭიერი ადამიანი ის ვერასოდეს ვერ იქნებოდა ვერც კომფორმისტი და ვერც პასიური, ამიტომ ასეთი ადამიანების არსებობა ყველა ეპოქაში გადამწყვეტ როლს თამაშობს.

დღეს ირაკლი 51 წლის გახდებოდა...", - დაწერა სააკაშვილმა საკუთარ "ფეისბუქზე".

პრეზიდენტმა განცხადებას ჩარკვიანის სიმღერის ბმულიც დაურთო.

ირაკლი ჩარკვიანი 2006 წელს გარდაიცვალა.

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"