ყველაზე გრძელვადიანი კომა ისტორიაში

ყველაზე გრძელვადიანი კომა ისტორიაში

მაიამიში გარდაიცვალა 59 წლის ქალი, რომელმაც თითქმის მთელი ცხოვრება უგონო მდგომარეობაში გაატარა. ედუარდა ო’ბარა დიაბეტურ კომაში 16 წლის ასაკში ჩავარდა. ამ დღის შემდეგ, 42 წლის მანძილზე ის არ გამოფხიზლებულა.

აღსანიშნავია, რომ ედუარდას თვალები გამუდმებით ღია ჰქონდა, თუმცა ვერ აზროვნებდა: მას არ ესმოდა საუბარი, ვერ ხედავდა და ვერ აღიქვამდა გარე სამყაროს.

კომაში ჩავარდნამდე, ო’ბარამ უკანასკნელად დედას მიმართა : "შემპირდი, რომ არასდროს მიმატოვებ",- თქვა გოგონამ. დედამ თხოვნა შეასრულა.

შემდეგი 35 წელი, ედუარდას დედამ, კეი ო’ბარამ, ქალიშვილის საწოლთან გაატარა. აღნიშნავდა მის დაბადების დღეს, უვლიდა და დღეში მხოლოდ 90 წუთს უთმობდა საკუთარ თავს, რათა ეჭამა და აბაზანა მიეღო.

2008 წელს კეი ო’ბარა 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. კომაში ჩავარდნილი გოგონას მოვლა კი მისმა დამ განაგრძო. სწორედ ის შეესწრო მის სიკვდილს.

"ედუარდამ უბრალოდ დახუჭა თვალები და სამოთხეში, დედასთან გაემგზავრა",- განაცხადა მისმა დამ, კოლინ ო’ბარამ.

მისი თქმით, ედუარდა იყო არა მხოლოდ საუკეთესო და, არამედ მან კონტაქტის გარეშე ბევრი რამ ასწავლა. "ეს ნამდვილად შესანიშნავია"- განაცხადა კოლინმა.

მომზადებულია ermoshka.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს