ნინა წკრიალაშვილი - არ შეიძლება მერაბიშვილის ყოველდღე აქ ტარება

ნინა წკრიალაშვილი - არ შეიძლება მერაბიშვილის ყოველდღე აქ ტარება

შსს საგამოძიებო სამსახურთან ვანო მერაბიშვილის დაკითხვის პარალელურად მიმდინარე მერაბიშვილის მხარდამჭერთა აქციაზე, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მართავენ, მომღერალი ნინა წკრიალაშვილი მივიდა.

როგორც წკრიალაშვილმა განაცხადა, დღეს ისეთი დღეა, სახლში ვერ დარჩებოდა.

"მართლა ვეღარ გავჩერდი სახლში. არ შეიძლება ამ ადამიანის ყოველდღე აქ ტარება. ეს არის ადამიანი, რომელმაც მოკლე დროში უზრუნველყო ქვეყნის უსაფრთხოება და შექმნა სტაბილურობა. ამის არდანახვა არ შეიძლება, ეს არის პოლიტიკური ნიშნით დევნა. ეჭვი მეპარება, რომ ყალბი პასპორტი ჰქონოდა ვანო მერაბიშვილს", - განაცხადა ნინა წკრიალაშვილმა.

მისივე თქმით, მერაბიშვილს ახლოს არ იცნობს, თუმცა მის საგულშემატკივროდ მაინც მოვიდა.

"აქ მოვედი, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც საქართველოს მომავალზე ზრუნავს. დამნაშავე უნდა დაისაჯოს, თუმცა მერაბიშვილის შემთხვევაში, ეს პოლიტიკური ნიშნით დევნაა", - განაცხადა ნინა წკრიალაშვილმა.

ნინა წკრიალაშვილი ორი თვის წინ, ”ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, თვითმკვლელობით იმუქრებოდა.

”სახელმწიფო სამსახურში რომც არ ვიყო, მაინც "ნაციონალებს" დავუჭერდი მხარს, ბრმა უნდა იყო, ვერ დაინახო, რა გაკეთდა და კეთდება, ქვეყანა აშენდა ბოლო წლების განმავლობაში და ზოგი სახლის აშენებას ვერ ამთავრებს ამ დროში. როგორც მოქალაქე, მომღერალი და ამომრჩეველი ღიად გამოვხატავ ჩემს სიმპათიას. თუკი ეს ძალა არ გაიმარჯვებს, ამ ქვეყანაში ცხოვრება აღარ მინდა. არც ის მინდა, რომ აქ ჩემმა შვილმა იცხოვროს. არ მინდა, სიბნელეში ვიყო, თუმცა აქ უშუქობას არ ვგულისხმობ. ამას ვერ გადავიტან და თავს მოვიკლავ!”,- ამბობდა წკრიალაშვილი.

ambebi.ge

იხილეთ ვიდეო: "აღშფოთებული ვარ... არ შეიძლება მერაბიშვილის ყოველდღე აქ ტარება - ნინა წკრიალაშვილი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"