გაერო-ს მოსახლეობის ფონდმა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრომ კონკურსში გამარჯვებული მედიასაშუალებები დააჯილდოვა.
დაჯილდოების ცერემონია ეროვნულ მუზეუმში გამართა. ადამიანის უფლებებისა და გენდერული საკითხების თემებზე მომზადებული სატელევიზიო რეპორტაჟისთვის ჯილდო სხვა ჟურნალისტებთან ერთად, საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის", რადიო "პალიტრისა" და "პალიტრატვ"-ს ჟურნალისტმა გიორგი ბერიძემ მიიიღო. გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქმიანობის აქტიური გაშუქებისთვის კი პრიზი "მედია პალიტრამ" დაიმსახურა.
საზეიმო დაჯილდოების ცერემონია ადამიანის უფლებების მსოფლიო დღეს და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული გლობალური თექვსმეტდღიანი კამპანიის ფარგლებში განხორციელდა.
იხილეთ ვიდეო: პალიტრა მედიის" ჟურნალისტმა ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილ კონკურსში გაიმარჯვა