ქეთა თოფურია გათხოვდა

ქეთა თოფურია გათხოვდა

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია გათხოვდა. ქეთა ებრაელ მილიონერ, 37 წლის ლევ გეიხმანს გაჰყვა ცოლად. ამის შესახებ ინფორმაცია ტრადიციული საახალწლო შოუს - "Рождественская песенка года" გადაღებების დროს გავრცელდა.

საქორწინო ცერემონია საიდუმლოდ გაიმართა. მას მხოლოდ წყვილის ახლო მეგობრები ესწრებოდნენ.

თოფურიას თქმით, საყვარელ მამაკაცს სამი წლის განმავლობაში ხვდებოდა. ახლა კი ურთიერთობა ოფიციალურად დააკანონეს. როგორც მომღერალი აცხადებს, მდიდრული ქორწილის გადახდაზე მათ უარი იმ მიზეზით თქვეს, რომ ასეთ ღონისძიებებზე მხოლოდ სტუმრები მხიარულობენ, სიძე-პატარძალი კი საორგანიზაციო საკითხების მოგვარებით არის დაკავებული და გართობისთვის ვერ იცლის. ქეთას და მის მეუღლეს კი წვეულების მოწყობა მხოლოდ საკუთარი თავისთვის სურდათ. ქეთას თქმით, ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა.

თებერვალში საქართველოში ყოფნის დროს ჟურნალ "რეიტინგისთვის" მიცემულ ინტერვიუში, ქეთა თოფურია აცხადებდა, ებრაელ მილიონერზე, 37 წლის ლევ გეიხმანზე, ფაქტობრივად, გათხოვილია და მზადაა, რომ საყვარელ მამაკაცს შვილიც გაუჩინოს. ისინი 2010 წლიდან ხვდებიან ერთმანეთს.

მომზადებულია ЕвроСМИ-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება