ნინა წკრიალაშვილი: "არ მინდა, დღევანდელ მთავრობას ვუმღერო!"

ნინა წკრიალაშვილი: "არ მინდა, დღევანდელ მთავრობას ვუმღერო!"

მომღერალი ნინა წკრიალაშვილი ხშირად ხდება საზოგადოების კრიტიკის ობიექტი. ჯერ "ფეისბუკზე" განაცხადა, - თუ "ნაციონალები" არ გაიმარჯვებენ, თავს მოვიკლავო. რამდენიმე დღის წინ კი ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერ აქციაზე გამოჩნდა და ბატონი ვანოს დაკითხვა გააპროტესტა. "კვირის პალიტრა" ნინა წკრიალაშვილს დაუკავშირდა.

- ცხოვრებაში პირველად მომინდა აქციაზე წავსულიყავი. ვანო მერაბიშვილი არის ადამიანი, რომელმაც საშინელი კრიმინალური მდგომარეობა გამოასწორა და საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აქცია. არ შეიძლება ასეთი ადამიანის ამდენჯერ დაბარება, ისეთ თემასთან დაკავშირებით, როგორიც იყო პასპორტი.

- ხშირად გაკრიტიკებენ. შეგახსენებ არჩევნებამდე "ფეისბუკზე" წერდი, თუ "ნაციონალური მოძრაობა" არ გაიმარჯვებს, თავს მოვიკლავო...

- დიახ, აგრესია მართლაც იყო... ყველაზე მეტად იცით, რა მაკვირვებს? შეიძლება მეც ხშირად არ მომწონებია ვინმეს განცხადება, მაგრამ არასდროს მიმიცია თავისთვის უფლება, ის ადამიანი საჯაროდ გამელანძღა. ეს უკულტურობაა. შეიძლება არ მომეწონოს, მაგრამ მის ლანძღვასა და წყევლას ხომ არ ვიკადრებ?! არ მითქვამს, თავს მოვიკლავ-მეთქი, თუმცა დანარჩენი ყველაფერი ვთქვი... მოგიყვებით, სინამდვილეში რაც მოხდა. მანქანას ვმართავდი, როდესაც ჟურნალისტმა დამირეკა და კომენტარი მთხოვა. ჩამეძია, კიდევ რას მეტყვიო, ვუთხარი, - შემეშვი, თორემ თავს მოვიკლავ-მეთქი. აქედან წამოვიდა ეს ფრაზა, რომელსაც მოჰყვა ამდენი წყევლა...

ძალიან ვინერვიულე... როდესაც ციხის კადრები გავრცელდა, ვიღაცამ წამომიგდო ეს ძველი, ივლისში გაკეთებული კომენტარი, თითქოს იმ დღეს ვთქვი, როდესაც ეს საშინელი კადრები გავრცელდა. თუმცა არ ვმალავ, რომ ნამდვილად "ნაციონალებს" მივეცი ხმა და ამას არც ვნანობ. მე ჩემი მოსაზრებები მაქვს და მათ ძალიან გვიან ვიცვლი. მომწონდა ის კურსი, რა მიმართულებითაც ისინი მიდიოდნენ. რაღაცები მეც მაღიზიანებდა, იყო მინუსებიც, თუმცა პლუსები ჭარბობდა... ხარვეზების გამოსწორება უნდოდათ, მაგრამ არ დასცალდათ. არ მომწონდა ციხეც, ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასეთი რამ ხდებოდა...

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება