კრიშტიანუ რონალდუმ ირინა შეიკს ბერლუსკონის საყვარელთან უღალატა

კრიშტიანუ რონალდუმ ირინა შეიკს ბერლუსკონის საყვარელთან უღალატა

ცნობილ პორტუგალიელ სპორტსმენ კრიშტიანუ რონალდუს შეყვარებულის, რუსი მოდელის, ირინა შეიკის ღალატში ადანაშაულებენ.

წყვილის დაშორების მიზეზად ცნობილ ფოტომოდელსა და პოლიტიკოსს ნიკოლ მინეტის ასახელებენ. მინეტი იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის პროტეჟე იყო და იგი პრემიერის სახლში სექს-ორგიების ორგანიზების საქმეში ფიგურირებდა.

საფეხბურთო კლუბ "რეალის" თავდამსხმელი და ლომბარდიის პარლამენტის დეპუტატი ნიკოლ მინეტი დეკემბრის დასაწყისში მადრიდში ინტიმურ გარემოში შეამჩნიეს.

რეპორტიორებმა რონალდუს და მინეტის სასტუმროში ვახშმობისას წაასწრეს, სადაც იმ დროს სექსუალური იტალიელი იყო გაჩერებული. ვახშმის შემდეგ 27 წლის ფეხბურთელი სახლში წავიდა, მაგრამ მეორე დღეს ისინი კვლავ ერთად შენიშნეს, ამჯერად მაღაზიებში საყიდლებზე.

კრიშტიანუს და ნიკოლის შემდეგი ვახშამი უფრო რომანტიულად დასრულდა. მესამე დღეს "რეალის" ფეხბურთელი გოგონას ნომერში გვიან ღამემდე დარჩა. სპორტსმენის შეყვარებული, ირინა შეიკი კი ამ დროს მაიამიში იმყოფებოდა.

27 წლის მინეტი იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის პროტეჟეა.

ნიკოლის კარიერა კომედიური ტელეშოუთი დაიწყო. მოგვიანებით მან საქმიანობის სფერო შეიცვალა და სტომატოლოგ-ჰიგიენისტის დიპლომი აიღო. მაგრამ ცნობილი მექალთანის, ბერლუსკონის მოხიბვლის შემდეგ, პოლიტიკაში წავიდა და ბერლუსკონის პარტიის "თავისუფალი ხალხის პარტიის" რეგიონალური მრჩეველი გახდა. ამასთან, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პრემიერისა და მინეტის ურთიერთობა მხოლოდ პარტიული კონსულტაციებით არ შემოიფარგლებოდა.

ზოგიერთი ინფორმაციით, სწორედ მინეტის მიჰყავდა პოლიტიკოსის მამულში მოცეკვავეები და მეძავები და ბერლუსკონისა და მის სტუმრებს თავადაც ართობდა.

მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს