ტატუირებული ჩეხი კომპოზიტორი საპრეზიდენტო კანდიდატების სამეულში მოხვდა

ტატუირებული ჩეხი კომპოზიტორი საპრეზიდენტო კანდიდატების სამეულში მოხვდა

ოპერის ჩეხი კომპოზიტორი ვლადიმერ ფრანცი, რომელსაც მთელი სხეული ტატუირებული აქვს, ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ბოლო შედეგებით, ჩეხი მუსიკოსი რეიტინგში მესამე ადგილზე დაწინაურდა.

პრეზიდენტობის კანდიდატს სამშობლოში უჩვეულო გარეგნობის გამო "ავატარი" შეარქვეს, საპრეზიდენტო ტელედებატების დროს კი, ერთ-ერთმა სტუმარმა მას "პაპუა-ახალი გვინეის ეგზოტიკური ქმნილება" უწოდა.

ჩეხეთში პრეზიდენტს პირდაპირი არჩევნებით ქვეყნის მოქალაქეები პირველად ირჩევენ. არჩევნები 2013 წლის 11 და 12 იანვარს გაიმართება. მანამდე ქვეყნის პირველ პირს პარლამენტის ორივე პალატის სხდომაზე ირჩევდნენ.

არჩევნებში მონაწილეობას სულ 9 კანდიდატი მიიღებს. ამ დროისთვის რეიტინგში პირველ ადგილზე ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მილოშ ზემანია.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია afp.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს