იულია ტიმოშენკოს ქალიშვილი მეორედ თხოვდება

იულია ტიმოშენკოს ქალიშვილი მეორედ თხოვდება

უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს ქალიშვილი, ევგენია მეორედ თხოვდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გოგონამ ბრიტანელი როკერი შონ კარი, რომელსაც ერთი წლის წინ დაშორდა, ამერიკელი ბიზნესმენით არტურ ჩეჩეტკინით ჩაანაცვლა.

შონ კართან ტიმოშენკოს ქალიშვილი ექვსი წლის განმავლობაში ცხოვრობდა, მათ 2005 წლის 1 ოქტომბერს კიევში იქორწინეს. გავრცელებული ხმებით, წყვილის განქორწინების მიზეზი იულია ტიმოშენკოს გათავისუფლებისთვის დაძაბული ბრძოლა გახდა. როგორც უკრაინული გაზეთები წერენ, 32 წლის ევგენია კვლავ ქორწილისთვის ემზადება.

ქორწინების დეტალები, ან მისი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ წყვილი რომანს ერთი წლის განმავლობაში მალავდა. ევგენიამ და არტურმა ახალი წელი კარპატებში, ბუკოველის პრესტიჟულ კურორტზე გაატარეს.

არტურ ჩეჩეტკინი წარმოშობით ოდესიდანაა, ის ამერიკაში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად 15 წლის წინ გადავიდა, თუმცა ოდესაში ხშირად ჩადიოდა. ბიზნესმენმა ევგენია სწორედ ოდესაში გაიცნო.

ტიმოშენკოს ოჯახი მომავალი ქორწინების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ვიდრე იულია პატიმრობაშია, მათ ოჯახში მსგავსი ღონისძიება არ იგეგმება.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა