ოზურგეთში საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა ხმაურის ფონზე წარიმართა

ოზურგეთში საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა ხმაურის ფონზე წარიმართა

ოზურგეთში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საჯარო განხილვა ხმაურის ფონზე წარიმართა.

კონსტიტუციაში შესატან ორ ცვლილებასთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრებმა ზაქარია ქუცნაშვილმა და ვახტანგ ხმალაძემ ისაუბრეს. მათი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილების პირველი პროექტი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელს ეხება, ხოლო მეორე პროექტი - პრეზიდენტის უფლებამოსილებებს.

დარბაზში ხმაური საპარლამენტო უმცირესობის წევრ სერგო რატიანის გამოსვლას მოჰყვა. "მორალური უფლება არ გაქვთ ილაპარაკოთ, საკმარისია, 9 წელი გისმინეთ, პრეზიდენტის სახეები ხართ, არ მოგცემთ უფლებას ისაუბროთ საქართველოს მომავალზე", - ძირითადად ეს შეძახილები ისმოდა სტვენასთან ერთად დარბაზში.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ დარბაზს არაერთხელ მოუწოდა სიმშვიდისკენ, თუმცა, ხმაური მაინც არ შეწყდა. უმცირესობის წევრ ვახტანგ ლემონჯავას თქმით, მათ არ მიეცათ საშუალება ესაუბრათ ცლილებებთან დაკავშირებით, რათა მათი მოსაზრებები საზოგადოებისთვის ცნობილი გამხდარიყო.

ვახტანგ ხმალაძის თქმით კი, არ იყო მოულოდნელი, რომ გურიაში შეხვედრა ემოციების ფონზე წარიმართებოდა, რადგან "გურულები ყველაზე აქტიური და ემოციური ხალხია".

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, კონსტიტუციაში შედის რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება და პრეზიდენტს აღარ ექნება უფლება, ერთპიროვნულად გაათავისუფლოს მთავრობა და დანიშნოს მისი ჯიბის მთავრობა. მისივე განცხადებით, პარლამენტი უნდა იყოს იქ, სადაც არის მთავრობა და სადაც არის სახელმწიფოს დედაქალაქი.

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო–სახალხო განხილვის პროცესი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ორგანიზებით ხორციელდება.

"ინტერპრესნიუსი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა