მაია ფანჯიკიძე: ოკუპირებული ტერიტორიების სტატუს-კვოს შენარჩუნება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზული საფრთხეა

მაია ფანჯიკიძე: ოკუპირებული ტერიტორიების სტატუს-კვოს შენარჩუნება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზული საფრთხეა

სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ სესიაზე მაია ფანჯიკიძემ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე და კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"საქართველოს ნატო–ში ინტეგრაცია ახალი მთავრობის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად რჩება. ამ არჩევანს მხარს უჭერს ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობა და ჩვენის მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხალხის სურვილი შესრულდეს", – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ევროკავშირთან დაახლოების პროცესში მიღწეულ წარმატებებს, ისაუბრა საქართველო–ევროკავშირის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე და ვილნიუსში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მნიშვნელობაზე.

თავის სიტყვაში მაია ფანჯიკიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე.

"საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. არსებული სტატუს–კვოს შენარჩუნება სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის და ეს ასევე გამოწვევაა საერთო–ევროპული უსაფრთხოებისთვის",- აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

მიუნხენში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მაია ფანჯიკიძემ ორმხრივი შეხვედრები უკვე გამართა ისრაელის ვიცე–პრემიერ ეჰუდ ბარაკთან; სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მიროსლავ ლაიჩაკთან; ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანტონიო პატრიოტასთან და ბავარიის სახელმწიფო მინისტრ ემილია მიულერთან.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა