"დავით უსუფაშვილი - Very Significant" - როგორ გაამხიარულა თინა ხიდაშელი google translate-მა

"დავით უსუფაშვილი - Very Significant" - როგორ გაამხიარულა თინა ხიდაშელი google translate-მა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე translate.google.ge-ს ორიგინალურ თარგმანს აქვეყნებს. ვებ-სერვისზე ქართული სიტყვების ინგლისურად გადათარგმნისას შესაბამის ველში "დავით უსუფაშვილის" მითითების შემთხვევაში, ინგლისურად "Very Significant"-ს იწერება, რაც ქართულად "ძალიან მნიშვნელოვანს" ნიშნავს.

"ამ მძიმე დღეების შემდეგ უნდა გაგართოთ. ეხლა google translate-ში რაღაცას ვეძებდი მერე გავერთე, ძველი ამბები გამახსენდა და რამდენიმე გვარი და სახელი ავკირიფე და ნახეთ რა გამოვიდა: :)))) ავკრიფე ქართულად დავით უსუფაშვილი და ნახეთ რა გამომიტანა ინგლისურად :)", - წერს ხიდაშელი.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ვებ-სერვისი "უნებლიე შეცდომებს უშვებს". 2012 წლის დასაწყისში თარგმნის სისტემა უშვერი სიტყვებით ილანძღებოდა. თუმცა ეს ლანძღვა რატომღაც მხოლოდ მაშინდელი ოპოზიციისკენ იყო მიმართული. მაგალითად, თუ ინგლისურ ველში ერთ ძალიან უწმაწურ სიტყვას ჩავწერდით, (რომელიც მამაკაცებში პოპულარობით სარგებლობს) ქართული თარგმანი პასუხად ლევან გაჩეჩილაძეს ამოგიგდებდათ.

GOOGLE-ის სათარგმნ სისტემას პოლიტიკური პროგნოზების გაკეთებაც შეეძლო. მაგალითად, ვანო მერაბიშვილი ინგლისურად ჯერ შს მინისტრად ითარგმნებოდა, შემდეგ კი -პრეზიდენტად. GOOGLE-ის ენაზე პოლიტიკაში ახლადგამოჩენილი ბიძინა ივანიშვილი "ოცნებად" რჩებოდა, შალვა ნათელაშვილი კი რიგით მშრომელად.

იხილეთ ასევე: GOOGLE ქართველ ოპოზიციონერებს უშვერი სიტყვებით ლანძღავს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს