ეკა ბესელია - დავითაშვილის ლოყაც და თაქთაქიშვილის ცხვირიც ერთნაირად უნდა იყოს დაცული

ეკა ბესელია - დავითაშვილის ლოყაც და თაქთაქიშვილის ცხვირიც ერთნაირად უნდა იყოს დაცული

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის ეკა ბესელიას განცხადებით, კობა დავითაშვილის ლოყაც და ჩიორა თაქთაქიშვილის ცხვირიც კანონით ერთნაირად უნდა იყოს დაცული.

"მაესტროს" ეთერში გუშინ მომხდარი ინციდენტის შეფასებისას, ბესელიამ პარალელი 8 თებერვლის მოვლენებთან მიმართებაში გაავლო და აღნიშნა, რომ შესაძლოა, იმ ადამიანის ქმედება, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჩიორა თაქთაქიშვილს, გარკვეული პროვოკაციული განცხადებებით იყო ინსპირირებული. თუმცა, ბესელიას განცხადებით, კანონდამრღვევი დაისაჯა. მისივე თქმით, ანალოგიურად უნდა მოხდეს გუშინ "მაესტროს" ეთერში მომხდარი ინციდენტის შემთხვევაშიც.

"სერგო რატიანის მხრიდან ბოდიშის მოხდა არ არის ინდულგენცია იმისთვის, რომ კანონდამრღვევმა კანონის წინაშე პასუხი არ აგოს", - აცხადებს ეკა ბესელია.

ტელეკომპანია "მაესტროს" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "არგუმენტებში" გუშინ, უმრავლესობის წარმომადგენელ კობა დავითაშვილსა და უმცირესობის დეპუტატ სერგო რატიანს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება გადაცემაში ორი ლიდერის დებატებს მოჰყვა, რომლის დროსაც კობა დავითაშვილმა რატიანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. რატიანმა პროტესტის ნიშნად ჭიქა დაამსხვრია და გადაცემის დატოვებას აპირებდა, როდესაც დავითაშვილი მასთან მივიდა, რაც საბოლოოდ ჩხუბში გადაიზარდა.

სტუდიიდან ორივე მათგანი ტელეკომპანიის დაცვის თანამშრომლებმა გაიყვანეს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, დეპუტატმა სერგო რატიანმა "მაესტროს" ეთერში მომხდარი ინციდენტისთვის მაყურებელს მოუბოდიშა. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე რატიანმა განაცხადა, მისი არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კობა დავითაშვილმა "ზღვარგადასული შეურაცხყოფა არ შეწყვიტა". თუმცა, ამის მიუხედავად რატიანი მაყურებელს მოდიშს უხდის.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა