გიორგი მარგველაშვილი #182-ე სკოლაში მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს

გიორგი მარგველაშვილი #182-ე სკოლაში მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თბილისის #182-ე სკოლაში მომხდარ ფაქტზე კომენტარს მიზანმიმართულად არ აკეთებს , - ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მედია ამ ტიპის თემებს ძალიან ფრთხილად უნდა მოეკიდოს. "ამიტომ კომენტარს მიზანმიმართულად არ ვაკეთებ", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

გაზეთმა "ვერსიამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ #182-ე სკოლის მეშვიდეკლასელი ბიჭი უფროსკლასელთა მხრიდან სექსუალურ ძალადობას განიცდიდა. ბოლო შემთხვევა, რის შემდეგაც სექსუალური ძალადობის შესახებ სკოლის დირექციამ და მოსწავლეთა მშობლებმა შეიტყვეს, დეკემბრის ბოლოს მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"