ირანი "ოპერაცია "არგოს" შემქმნელებს უჩივლებს

ირანი "ოპერაცია "არგოს" შემქმნელებს უჩივლებს

ირანის ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, ფილმ "ოპერაცია "არგოს" შემქმნელებს უჩივლოს. ამის შესახებ Fox News-ი იტყობინება.

ირანის ხელისუფალთა აზრით, ქვეყანა ფილმში "არარეალურადაა წარმოდგენილი". სავარაუდოდ, მოსარჩელეთა ინტერესებს ფრანგი იურისტი იზაბელ კუტან-პეირი დაიცავს. ახლა ის ირანში იმყოფება, სადაც ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სარჩელის გაფორმების საკითხებზე მსჯელობს.

ვინ იქნება სარჩელის მოპასუხე "არგოს" შემოქედებითი ჯგუფიდან, უცნობია.

სურათი "ოპერაცია "არგო" რეალურ მოვლენებს ეყრდნობა. სიუჟეტი 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ირანში ვითარდება. ფილმი მოგვითხრობს ოპერაციაზე, რომლის ფარგლებში თეირანიდან აშშ-ის საელჩოს თანამშრომლები გამოიყვანეს.

ფილმის რეჟისორი ბენ აფლეკია, რომელმაც ამ სურათისთვის "ოსკარი" მიიღო.

მომზადებულია Fox News-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება