ლევ გეიხმანი - ”როდესაც ქეთა პირველად დავინახე, ჭკუიდან გადავედი”

ლევ გეიხმანი - ”როდესაც ქეთა პირველად დავინახე, ჭკუიდან გადავედი”

რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა და მისმა საქმრომ ლევ გეიხმანმა ქორწილის შესახებ ოფიციალურად სულ ცოტა ხნის წინ განაცხადეს. წყვილმა პირველი საერთო ინტერვიუ ჟურნალ ОК! -ის რუსულ გამოცემას მისცა და მათ ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა.

ქეთა და ლევი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მალავდნენ ურთიერთობას და პირადი ცხოვრების დეტალებს.

"ვფიქრობ, რომ პირადი ცხოვრება არ არის განკუთვნილი პუბლიკისთვის. საქართველოში ამბობენ, ნამდვილ სიყვარულს მალვა უნდაო - ჰოდა, ჩვენც ვცდილობდით ბოლომდე დამალვას. როდესაც მეკითხებოდნენ ლევის შესახებ, უბრალოდ, არ ვცემდი პასუხს", - აღნიშნა ქეთამ.

რედაქციასთან საუბრისას ბიზნესმენმა ქეთასთან პირველი შეხვედრა გაიხსენა.

"როდესაც პირველად დავინახე, ჭკუიდან გადავედი. ეს სიგიჟე დღითიდღე იზრდება. მაშინ ძალიან მომეწონა - ის არარეალურად ლამაზი იყო", - განაცხადა ლევ გეიხმანმა.

ქეთამ მომავალი საქორწილო ცერემონიის დეტალები არ გაამხილა.

"ყოველ გოგოს აქვს წარმოდგენილი თუ როგორ სთხოვენ ხელს, როგორი იქნება ქორწილში, როგორი იქნება მისი კაბა და ა.შ. მაგრამ ის, როგორც ეს ლევმა გააკეთა, არასდროს მომივიდოდა თავში აზრად. ეს უბრალოდ...არ შემიძლია. ვწუხვარ, მაგრამ ამას ვერ მოგიყვებით, ეს არ არის პრესისთვის განკუთვნილი", - განაცხადა მომღერალმა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია ОК!-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება