ანჯელინა ჯოლიმ ავღანეთში გოგონათა სკოლა გახსნა

ანჯელინა ჯოლიმ ავღანეთში გოგონათა სკოლა გახსნა

ცნობილი მსახიობი და გაეროს კეთილი ნების ელჩი, ანჯელინა ჯოლი საქველმოქმედო პროექტების განვითარებას განაგრძობს. ამჯერად კინოვარსკვლავმა ავღანეთში სკოლა გახსნა. გოგონათა სკოლა 200-300 მოზარდის განათლებას უზრუნველჰყოფს. დაწესებულება ქაბულთან ახლოს მდებარეობს.

ამ რეგიონში ძალიან ბევრი ლტოლვილი ცხოვრობს და უპირატესობა მამაკაცთა განათლებას ენიჭება. მოსწავლეთა უმეტესობა ღარიბი ოჯახიდანაა.

პროექტის დასაფინანსებლად მსახიობმა საკუთარი დიზაინით შექმნილი სამკაულების კოლექცია Style of Jolie გაყიდა. გაყიდვიდან მიღებული თანხა მთლიანად ჯოლის საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხა.

"ჩვენ შთაგვაგონებს ის ფაქტი, რომ ჩვენი საქმე ემსახურება ბავშვების დახმარების საერთო მიზანს", - განაცხადა მსახიობმა.

მომზადებულია posh24.com-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება