ყაზახმა გოგონამ ევროპა თავისი მოქნილობით გააოგნა

ყაზახმა გოგონამ ევროპა თავისი მოქნილობით გააოგნა

ზლატას, რომლის ნამდვილი სახელი იულია გენტჰელია, მსოფლიო რეზინის გოგონას სახელით იცნობს. მან ამჯერად ახალი კალენდრით მიიპყრო ყურადღება - "მეტი მოქნილობა ოფისში".

ზლატა წარმოშობით ყაზახეთიდანაა. ჯერ კიდევ 4 წლის ასაკში შენიშნეს მისი უჩვეულო ნიჭი - საოცარი მოქნილობა, 6 წლისა კი ყაზახეთის საცირკო სასწავლებელში მიაბარეს.

როცა ზლატა 16 წლის გახდა, მშობლებთან ერთად გერმანიაში, ლაიფციგში გადავიდა საცხოვრებლად. სწორედ იქ გახდა პროფესიონალი "რეზინის არტისტი".

ზლატას ახალი პროვოკაცია - 2013 წლის კალენდარი "მეტი მოქნილობა ოფისში", რომელიც ამ დღეებში გერმანიაში გამოვიდა, წამიერად გაიყიდა. ფოტოებზე ზლატა ყველაზე წარმოუდგენელ პოზებშია: ყავას ასხამს... ფეხით, კომპიუტერთან მუშაობს, ხელებზე მდგომი, მთლიანად არის მოთავსებული პატარა ტუმბოში.

"ბოსების უმრავლესობა ქვეშევრდომებისგან მოითხოვს "მეტ მოქნილობას მუშაობაში", - ამბობს ზლატა, - იმედი მაქვს, ამ კალენდრით ოფისის თანამშრომლებს შთავაგონებთ, სინამდვილეში როგორ გახდნენ უფრო მოქნილები, მათ ხელმძღვანელებს კი მართებულ მოტივაციას მივცემ".

როგორც ზლატა ამბობს, დღეში სამი საათი ვარჯიშობს და შეუძლია თითოეულ პოზაში 5 წუთი დაყოს. "მიყვარს ექსტრემალური პოზების მიღება, რათა საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობების ზღვარი შევამოწმო. სინამდვილეში ეს სულაც არ არის მტკივნეული, პირიქით, სასიამოვნოც კია", - აღიარებს ზლატა.

ზლატას სახელი დღეს უკვე გასცდა ევროპის ფარგლებს, გოგონა საკუთარ თავს "მოქნილობის ქალღმერთს" უწოდებს და ჰოლივუდურ კარიერაზე ოცნებობს.

იხილეთ ფოტოგალერეა

The Sun

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

იხილეთ ვიდეო: "მოქნილობის ქალღმერთი" - 24 წლის გოგონა, რომლის ტალანტიც გაგაოგნებთ

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს