რაში არწმუნებდა პრივატულ შეხვედრაზე გიგა ბოკერია ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს

რაში არწმუნებდა პრივატულ შეხვედრაზე გიგა ბოკერია ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს

გასულ კვირას საქართველოს ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია და მინისტრი კარლ შვარცენბერგი სტუმრობდნენ. ოფიციალური შეხვედრების შემდეგ, გვიან ღამით, გიგა ბოკერია მინისტრს და საქართველოში ჩეხეთის ელჩ ივან იესტრჟაბის სასტუმრო "მარიოტის" კაფეში შეხვდა და გულმოდგინედ უხსნიდა, რომ საქართველოში პრორუსული ხელისუფლება მოვიდა, ყველა პროექტი შეჩერებულია, ყველაფერს ბლოკავენ. სტრატეგიული ობიექტების მშენებლობას აჯანჯლებენ.

ბაქო-ჯეიჰანი, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანი პროექტია საქართველოსთვის, ისიც კი შეჩერებულია. ჩეხი დიპლომატები ბოკერიას ნაამბობს იწერდნენ და მინისტრისა და ელჩის შეკითხვაზე, რატომ, რა ინტერესი აქვს საქართველოს ახალ მთავრობასო, ბოკერიამ მიუგო, აი, სწორედ ამას გიხსნით, პრორუსულია და ამიტომო. სამაგიეროდ, ბოკერიას თავისი პარტიის მიღწევებზე საუბარიც არ დავიწყნია.

სტუმარს ჩეხ დაცვასთან ერთად ქართველი დაცვის თანამშრომელიც იცავდა. მინისტრს, ელჩსა და ბოკერიას დიდი არაფერი მიურთმევიათ, მაგრამ ანგარიშის გადახდა დაავიწყდათ, თუ არ ჩათვალეს საჭიროდ, ვერ გეტყვით. გიგა ბოკერია იმდენად იყო როლში შესული სტუმრების დარწმუნებაში, მათი დაპატიჟება და ანგარიშის გადახდა აღარ გახსენებია. ყველა რომ მიმოიფანტა, "პარნასის" მომსახურე პერსონალს ბართან მჯდომი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ქართველი დაცვაღა შერჩა და ანგარიშის ჩეკზე ხელის მოწერა სთხოვა. სასტუმროს კაფეს თანამშრომელი დაცვამ კატეგორიული უარით გაისტუმრა. მე მხოლოდ მის უსაფრთხოებაზე ვარ პასუხისმგებელიო. 410-ე ნომერს მიაწერეთ, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციააო. სასტუმრო "მარიოტის" 410-ე ნომერი, ალბათ, განსაკუთრებულია, რადგან სწორედ ამ ნომერში ცხოვრობდა რამდენიმე წელი საქართველოში ახლად ჩამოსული კახა ბენდუქიძე. როგორც ცნობილია, მას სასტუმროში ნომერი წლების განმავლობაში მუდმივად ჰქონდა დაქირავებული. ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, საიდან მოიპოვე ასეთი ინფორმაცია დაწვრილებით. მე კი გეტყვით, რომ რაღაც საქმეების გამო იმავე კაფეში ჩემი ახლო მეგობარი აღმოჩნდა და ეს ყველაფერი საკუთარი ყურით მოისმინა.

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"