ირინა შეიკის დას მოდელობა სურს

ირინა შეიკის დას მოდელობა სურს

არც ისე დიდი ხანია გაიგეს ჟურნალისტებმა, რომ რუს სუპერმოდელ ირინა შეიკს უმცროსი და ჰყოლია. ტატიანა შაიხლისლამოვას თავისი ნამდვილი გვარი არ შეუცვლია, როგორც ეს მისმა დამ გააკეთა - ჯერჯერობით გვარის გამარტივება დასავლური სამყაროსთვის არ დასჭირვებია.

ტატიანა ასევე ეფექტური გოგონაა და არ არის გამორიცხული, ისიც მოდელი გახდეს. თუმცა ირინას სრულყოფილებამდე ჯერ ბევრი უკლია. ტატიანა ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ჩნდება თავის დასთან ერთად. მასთან ერთად ატარებს უქმეებსაც და სავარაუდოდ, ირინა მისი კარიერის ასაწყობადაც ემზადება. ამიტომაც გამოაჩინა უმცროსი და მასმედიისთვის. ცნობისათვის, ირინა 1986 წელს ჩელიაბინსკის რაიონის ქალაქ ემანჟელინსკშია დაბადებული. მამამისი მაღაროელი იყო, რომელიც ადრე გარდაიცვალა ფილტვების ანთებით. დედამისი მუსიკას ასწავლიდა და ორი შვილის სარჩენად რამდენიმე ადგილას მუშაობდა. ეგზოტიკური გარეგნობა გოგონებს თათარი მამისა და რუსი დედის წყალობით ერგოთ.

ირინამ 2004 წელს გაიმარჯვა ჩელიაბინსკში გამართულ კონკურსზე "სუპერმოდელი 2004". მისი აღმომჩენი წარმოშობით ქართველი პროდიუსერი გია ჯიქიძე იყო, რომელმაც აღმოაჩინა ასევე ნატალია ვოდიანოვა. სწორედ მან შესთავაზა ირინას პროფესიონალი მოდელობა და მისი წყალობით ირინამ ჯერ რუსეთში დაიწყო კარიერა, შემდეგ კი ევროპასაც მიაშურა.

ირინა 2010 წლიდან ხვდება ცნობილ ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდოს და სავარაუდოდ, მას ცოლადაც გაჰყვება.

Daily Mirror

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება