ეკა ბესელია - "პრემიერმა ევროსაბჭოს დაანახა, რომ რუსეთთან განსხვავებული რიტორიკა და მიდგომა გააჩნია"

ეკა ბესელია - "პრემიერმა ევროსაბჭოს დაანახა, რომ რუსეთთან განსხვავებული რიტორიკა და მიდგომა გააჩნია"

ახალი მთავრობის საგარეო პოლიტიკა განსხვავებულ პოლიტიკურ პროცესებზეა აგებული და მასში არის ეროვნული ინტერესები,- ამის შესახებ დღეს, რადიო "პალიტრის" ეთერში სტრასბურგიდან ჩართვისას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ განაცხადა. ბესელიამ ევროსაბჭოში პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას "ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული" უწოდა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ივანიშვილი ევროსაბჭოს დეპუტაციას ძალიან გულწრფელი და ღია პასუხებით დაამახსოვრდება.

"კითხვების სიმრავლე ცხადყოფდა, რომ პრემიერ-მინისტრის გამოსვლის მიმართ ინტერესი ძალიან მაღალი იყო. მკაფიო მესიჯები იყო, რას აპირებს ახალი ხელისუფლება. პრემიერმა ისაუბრა, რა მემკვიდრეობა დარჩა ქვეყანაში. ასევე ისაუბრა რეფორმებზე, სამართლებრივი დადგენის პროცედურებზე. რამდენჯერმე თქვა, რომ ეს არ არის კავშირში კოჰაბიტაციასთან და ეს ერთი მეორეს არ გამორიცხავს. 45 წუთი დაუტოვა დეპუტატებს, რაც ევროპის საბჭოს დეპუტაციისთვის კარგი გზავნილი იყო, რათა მეტი შეკითხვა დაესვათ", - აღნიშნა ბესელიამ.

მისივე განცხადებით, ივანიშვილმა მიმართა ევროსაბჭოს დეპუტაციას, პირველწყაროდან მიიღონ ინფორმაციები, გადამოწმდეს ისინი, რათა ისეთი შეცდომა არ გაიპაროს, როგორც მედიასთან დაკავშირებით ჩაიწერა თავდაპირველი სასესიო კვირის დროს.

უმრავლესობის დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ პრემიერმა ევროსაბჭოს წინაშე საქართველოს ინტერესები დაიცვა, უპასუხა კითხვებს სამაჩაბლოზე, აფხაზეთზე, პრობლემის მოგვარების გზებზე და რომ ტერიტორიული მთლიანობა არის ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი. ბესელია მიიჩნევს, რომ პრემიერს არავინ გაულანძღავს, არამედ გააკრიტიკა წინა ხელისუფლება.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა დაანახა ევროსაბჭოს, რომ რუსეთთან განსხვავებული რიტორიკა და მიდგომა გააჩნია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, საგარეო კურსის ცვლილებას. "მთავარია შედეგი და არა მჭახე სიტყვებით საუბარი. ქვეყანა ვერ აგვარებდეს პრობლემას და არ შეიძლება, მუდმივად ერთ ადგილზე იყოს გაჩერებული. ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრმა დღეს დაანახა ევროსაბჭოსაც და სხვებსაც, რომ განსხვავებული პოლიტიკა და დიპლომატიაა არჩეული, რათა მშვიდობიანად მოგვარდეს საკითხები. განსხვავებულ პოლიტიკურ პროცესებზეა აგებული ეს საგარეო პოლიტიკა, რომელშიც არის ეროვნული ინტერესები", - დასძინა ბესელიამ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა