მადონას უსახლკარო ძმა დააპატიმრეს

მადონას უსახლკარო ძმა დააპატიმრეს

მადონას უსახლკარო ძმა ცოტა ხნის წინ ციხეში ჩასვეს. ენტონი ჩიკონე პოლიციამ რამდენიმე დღის წინ, ჩხუბის დროს, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ დააკავა. ადგილობრივი ქალაქის ადმინისტრაციის შენობის დაცვის თანამშრომელი მადონას ძმას შენობის საპირფარეშოს დატოვებას სთხოვდა. ენტონიმ კატეგორიული უარი განაცხადა დაცვის თანამშრომლის მოთხოვაზე და თავს დაესხა.

ჩხუბის შედეგად ენტონი ჩიკონეს 9 ნაკერი დაადეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ მადონას ძმის სისხლში ალკოჰოლის დონე, მიჩიგანის შტატის კანონებით განსაზღვრულ ნორმას 5-ჯერ აღემატებოდა.

პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო ენტონი შესაძლოა, ციხეში დიდი ხნით ჩასვან.

ენტონი რვა და-ძმას შორის ყველაზე უფროსია. მადონასთან მას ბავშვობიდან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. მადონა და მამამისი სილვიო ჩიკონე, ენტონის მკურნალობის ხარჯებს ფარავდნენ, მაგრამ ახლა უსახლკარო ჩიკონე მკურნალობაზე უარს აცხადებს.

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება