გოგა ხაჩიძე - "ხუხაშვილი ბიზნესებს თლის და ჭერში აწყობს"

გოგა ხაჩიძე - "ხუხაშვილი ბიზნესებს თლის და ჭერში აწყობს"

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოგა ხაჩიძემ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 4-წუთიანი გამოსვლა მთლიანად გია ხუხაშვილს მიუძღვნა.

"დღევანდელ საქართველოში ყველაზე აქტუალური შეკითხვაა - ვინ არის ხუხაშვილი? ვიცოდით, რომ ხუხაშვილი ექსპერტად იყო წოდებული. არჩევნების შემდეგ კი მისი მოსმენა სავალდებულო გახდა. როგორც თავად განაცხადა, დაიწყო ყველაფერი იმით, რომ ბიზნესმენებმა მასთან "აღსარებაზე" სიარული დაიწყეს "პიქსელის" შენობაში. "ბიზნეს-კომბლე" ხუხაშვილი ბიზნესებს თლიდა და ჭერში აწყობდა. ერთი სიტყვით, ცაში ფრინველს ვერ გაუფრენია და მიწაზე ჭიანჭველას, ხუხაშვილის გარეშე.

ხომ არ არის დრო, სასკოლო პროგრამაშიც შევიტანოთ ხუხაშვილი, როგორც სწავლება? ერთ დღესაც ჩემი ბინის კარებზე ზარი გაისმება, გავაღებ კარს და იქ დამხვდებიან საეჭვო გარეგნობის ადამიანები, რომლებიც მკითხავენ - გინდათ, გესაუბროთ ჭეშმარიტ ხუხაშვილზე?", - ასე დაასრულა ხანგრძლივი გამოსვლა "ნაციონალური მოძრაობის წევრმა".

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა