უმუშევრები ვიტრინებში დასვეს

უმუშევრები ვიტრინებში დასვეს

უმუშევრობა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სერიოზული პრობლემაა, მაგრამ დანიაში ეს საკითხი ორიგინალური გზით გადაჭრეს.

დანიურმა მარკეტინგულმა ფირმა Reputation Copenhagen-ს ადმინისტრაციამ სამსახურის მაძიებელი ადამიანები კომპანიის შენობის ვიტრინებში დასვა და ფანჯარაზე მათი კვალიფიკაციის ამსახველი ინფორომაცია განათავსა.

ადმინისტრაციაში ფიქრობენ, რომ კომპანიების მენეჯერები დაინტერესდებიან და უმუშევართა გარკვეული პროცენტი მაინც შეძლებს დასაქმებას. როგორც Reputation Copenhagen-ის დირექტორი ალექსანდრე პეიტერსენი ამბობს, შედეგით კმაყოფილია, რადგან რამდენიმე უმუშევარმა 2 დღეში სასურველი სამსახური იშოვა.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს