ირაკლი ოქრუაშვილს ტყუპი ქალიშვილები შეეძინა. ანა და ნინო ოქრუაშვილები საფრანგეთში 6 მაისს გაჩნდნენ. მათ დაბადებას ყოფილი თავდაცვის მინისტრიც დაესწრო. ახლა ის უკვე ოთხი შვილის მამაა.
ირაკლი ოქრუაშვილი მალე საქართველოში მეუღლესთან და 4 შვილთან ერთად აპირებს დაბრუნებას.
ირაკლი ოქრუაშვილის მეგობრმა, თეო ტლაშაძემ ”ამბები.გე”-ს განუცხადა, რომ, როგორც კი ტყუპები მგზავრობას შეძლებენ, მათ საქართველოში ჩამოიყვანენ.
ირაკლი ოქრუაშვილს უფროსი შვილები - მია და ანდრია ცოტა ხნის წინ საქართველოში ჰყავდა ჩამოყვანილი. როგორც ამბობენ, სამშობლოში გატარებული არდადეგებით ბავშვები კმაყოფილი დარჩნენ.
უფროსი გოგონა, მია უკვე ოთხ ენაზე ლაპარაკობს. ანდრია კი, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტდევნილობის დროს საფრანგეთში დაიბადა, გარეგნულად მამის ასლია.
ხათუნა გაგნიძე