თეა თუთბერიძე - ყველაფერი ისევ და ისევ ჩვენი ბრალია . . .

თეა თუთბერიძე - ყველაფერი ისევ და ისევ ჩვენი ბრალია . . .

"თავის დროზე, დამოუკიდებელი სასამართლო რომ შეგვექმნა, დღეს ვერც ვანო მერაბიშვილს დაიჭერდნენ, ვერც ზურაბ ადეიშვილი იქნებოდა ძებნაში და არც ბაჩო ახალაია ე.წ. მატროსოვის ციხეში",- ამის შესახებ "თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი თეა თუთბერიძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს.

"ერთი რამ მინდა ვთქვა, თავის დროზე, როცა ამისი შანსი გვქონდა, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სამართლიანი სასამართლო რომ შეგვექმნა, პროკურორები რომ მითითებების და უკანონო ბრძანებების შემსრულებლები არ გვყოლოდა და კანონიდან გამომდინარე ემოქმედათ, მედია რომ თავისუფალი გვყოლოდა, კანონი ყველასთვის კანონი ყოფილიყო და არა შერჩევითი, დღეს ვერც ვანო მერაბიშვილს დაიჭერდნენ, ვერც ზურაბ ადეიშვილი იქნებოდა ძებნაში და არც ბაჩო ახალაია ე.წ. მატროსოვის ციხეში. ის რეალობა რაც გვქონდა პოლიციაში, პროკურატურაში თუ სასამართლოში, ახალმა ხელისუფლებამ მშვენივრად მოირგო. ერთადერთი, რასაც დაუწყეს ნგრევა, ეს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალებია და ციხეებში რეჟიმი. დანარჩენი ყველა სისტემა ისევე მიიღეს, როგორიც შეგვიქმნია. მარტივად შეძლო პოლიციამ გუნავასთვის ნარკოტიკის და იარაღის ჩადება, პროკურორებმა წულუკიანის და კბილაშვილის პოლიტიკური მითითებების მიღება-შესრულება, სასამართლომ პროკურატურის დაუსაბუთებელი და უკანონო მოთხოვნების დაკმაყოფილება ამჯერად ამ ხელისუფლების ინტერესების სასარგებლოდ. ასე რომ, ყველაფერი ისევ და ისევ ჩვენი ბრალია . . .",- წერს თუთბერიძე.

ზურაბ ჭიაბერაშვილისა და ვანო მერაბიშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გუშინ იმსჯელა. რამდენიმესაათიანი განხილვის შემდეგ მოსამართლის გადაწყვეტილებით, მერაბიშვილს პატიმრობა, ჭიაბერაშვილს კი 20 ათასი ლარის გადახდა შეეფარდა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს