სალომე ზურაბიშვილი - "რუსეთთან დაახლოება არ უნდა ხდებოდეს დათმობის ფასად"

სალომე ზურაბიშვილი - "რუსეთთან დაახლოება არ უნდა ხდებოდეს დათმობის ფასად"

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთთან დაახლოება დათმობის ფასად არ უნდა ხდებოდეს და აცხადებს, რომ საზღვრის გადაწევასთან დაკავშირებით ქართულ მხარეს რბილი რეაქცია ჰქონდა.

"ასეა და ასე იყო და ამიტომაც რუსეთთან კონფრონტაციის ფონზე დავკარგეთ მაშინ, სააკაშვილის პერიოდში არსებული რეალური შანსები... მაგრამ ისიც უნდა ითქვას იმათ მისამართით, ვინც ნებისმიერ ფორმატში და დროს მოსკოვში ჩადიან უმიზნოდ და უსაფუძვლოდ, რომ ეს დაახლოების მცდელობები არ უნდა ხდებოდეს დათმობის ფასად... დათმობა შეიძლება მოლაპარაკების დროს (აუცილებელიც არის... ორივე მხრიდან...), მაგრამ არ უნდა წინ უსწრებოდეს! სამწუხაროდ ამისი ნიშნები (საზღვრის გადაწევის თემაზე რბილი რეაგირებისა ან კიდევ გაუგებარი კოსოვოს მაგალითის ხსენებისა) ცოტა არ იყოს ასეთ განცდას ტოვებს!", - წერს ზურაბიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს