რეკლამა, რომელშიც პამელა ანდერსონი მონაწილეობდა, აკრძალეს

რეკლამა, რომელშიც პამელა ანდერსონი მონაწილეობდა, აკრძალეს

ტელერეკლამა ჰოლივუდის მსახიობ პამელა ანდერსონის მონაწილეობით, როგორც ქალებისთვის დამამცირებელი, აიკრძალა.

სარეკლამო სტანდარტების ბრიტანულ კომიტეტში მოსახლეობამ იჩივლა და მათ კომპანია Dreamscape Networks Ltd-ის რეკლამის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღეს.

სიუჟეტით, 45 წლის პამელას გმირი საქმიანი ქალია და ასისტენტებთან ერთად ბიზნესმენებით სავსე საკონფერენციო დარბაზში იმყოფება.

როდესაც მდივანი ყავას აქცევს, ერთ-ერთი დამსწრე მამაკაცი მას დეკოლტეში ჩასცქერის და ფანტაზიები ეძალება.

თავიდანვე რეკლამის ჩვენება ბრიტანეთში მხოლოდ 21:00 სთ-ის შემდეგ დაუშვეს.  მაგრამ სარეკლამო სტანდარტების კომიტეტმა მისი აკრძალვა მაინც გადაწყვიტა.

უწყებაში ესმით, რომ ვიდეორგოლი "რუტინული საქმიანი შეხვედრების პაროდიაა" , მაგრამ მიუხედავად ამისა, ანდერსონი და მისი კოლეგები "ზედმეტად სექსუალურად" იყვენენ წარმოჩენილნი. კერძოდ, მათ ზედატანის ღილები ზედმეტად შეხსნილი ჰქონდათ და მსახიობების თეთრეულის დანახვა შეიძლებოდა. ამიტომ კომიტეტმა ჩათვალა, რომ  გმირები "სექსუალურებად" აღიქმებოდნენ.

Dreamscape Networks Ltd-მა ყველა ბრალდება უარყო. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ვიდეორგოლი ნათლად აჩვენებს, რომ საუბარი მამაკაცის ფანტაზიას ეხება.

მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს